მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა
• სკოლაში პირველ კლასში მოსწავლეები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევისას;
• სკოლაში პირველ კლასელ მოსწავლეთა მიღებისას უპირატესობა მიენიჭება მოსწავლეს, რომელიც არის:
ა) სკოლის მოსწავლის და/ძმა;
ბ) სკოლის კურსდამთავრებულის შვილი, ძმა ან და;
გ) სკოლის თანამშრომლის შვილი.
• პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული);
დ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
ე) ჯანმრთელობის ცნობა, აცრების მითითებით;
ვ) ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
ზ) მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
თ) მშობლის სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
• სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.
• საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების“ შესახებ N 193/ნ ბრძანების შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ბ) მოსწავლის პირადი საქმე;
გ) მიმდინარე შეფასება;
დ) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;
ე) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;
ვ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული);
ზ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
თ) ჯანმრთელობის ცნობა, აცრების მითითებით;
ი) ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
კ) მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)).
• სკოლაში თითოეულ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 25 მოსწავლით;
• სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის/ტესტირების საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა; აღნიშნულის მიზანია შემდგომში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა;
• მოსწავლეს შეიძლება, უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღები ადგილების ოდენობას;
• მოსწავლის ჩარიცხვა მოხდება მოსწავლესთან და მის წარმომადგენელთან ხელშეკრულების გაფორმებისა და მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველზე;
• ადმინისტრაცია ვალდებულია სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლესა და მის მშობელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი;
• დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს სკოლის დირექტორი.