შპს ,,სადუნის” უმთავრესი მიზანია თითოეული მოსწავლის ინტელექტუალური და მორალურ-ზნეობრივი აღზრდა, რომელიც ეფუძნება სწავლა-აღზრდის ფუნდამენტურ პრინციპებს და გულისხმობს ტრადიციებისა და სიახლეების მეთოდურ სინთეზს. მისიის განხორცილებამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფილად ათვისებას; მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების, სამართალშემწყნარებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, ეროვნული ღირებულებების მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბებას.
სკოლის მისიაა მოსწავლეებმა მიიღონ განათლება, და გამოიმუშავონ ის უნარები, რომლებიც მათ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და პოტენციალის რეალიზებაში დაეხმარება. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიმუშაონ ანალიტიკური აზროვნების უნარი, შეეძლოთ გუნდური მუშაობის წარმართვა, განვითარდნენ მრავალმხრივად და იყვნენ კანონმორჩილი, პატრიოტი და ტოლერანტი მოქალაქეები. სკოლა მოსწავლეს უქმნის შემოქმედებით და თანამშრომლობით გარემოს, რაც ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას.
სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს და მოსწავლეებს უვითარებს კულტურულ ფასეულობათა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კანონის მიმართ პატივისცემას.
სკოლაში სწავლა და სწავლება ეფუძნება გუნდურობის პრინციპს, ჩვენი დევიზია ,,ვსწავლობთ ერთად და ერთმანეთისგან“.
სკოლა ,,სადუნი“ არის აკადემიური სივრცე, რომელიც ავითარებს ადაპტირებულ, სასწავლო-სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, ეფექტურად იყენებს ადამიანურ რესურსებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.
სკოლის ხედვაა წარმოადგენდეს ინოვაციურ, საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც უზრუნველყოფილი ექნება:
• თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდები და გამართული ხარისხის კონტროლის სისტემა;
• სკოლაში სწავლობენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებთაც აქვთ საკმარისი მოტივაცია ხარისხიანი განათლებისთვის;
• საიმედო პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა;
• მუდმივად განვითარებადი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
• ჩართული სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებები;
• არაფორმალური განათლება ცოდნის ტრანსფერისთვის.
სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
• გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
• მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.
• თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისთვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.
• ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს.
• განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
• პატივისცემა: ჩვენ ვცდილობთ მოსწავლეებს/აღსაზრდელებს ვასწავლოთ ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემა.
• ტოლერანტობა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს სხვადასხვა კულტურული მრავალფეროვნების, რწმენის, თვალსაზრისის თუ ცხოვრების წესის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება.
• ემპათია: ვცდილობთ თითოეულ მოსწავლეს განვუვითაროთ სხვისი ემოციების გაგებისა და გააზრების უნარი, ვუბიძგოთ მათ თანაუგრძნონ და დაეხმარონ სხვებს.