• სისტემური აკადემიური და/ან პროფესიული ცოდნის კონსტრუირებას;
• მოსწავლის მიერ საკუთარი პიროვნული განვითარების დაგეგმვისა და აკადემიური/პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერას.
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის მიზანია:
• მოსწავლეთა დახმარება საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების, ღირებულებების გაცნობიერებასა და განვითარებაში;
• მოსწავლეთა ინფორმირება საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ;
• მოსწავლეთა აღჭურვა პროფესიული გადაწყვეტილების მიღების თეორიული, პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით.
პროფესიის არჩევა – ნიშნავს არა მხოლოდ სამუშაოს არჩევას, არამედ იმასაც, თუ საზოგადოების რა ჯგუფთან (ეთიკური ნორმები, წესები, პრინციპები, ფასეულობები და ცხოვრების წესი) მოახდენ იდენტიფიკაციას.
პროფესიის არჩევის პროცესი მოსწავლისათვის უფრო ნათელი და თანმიმდევრული გახდება თუკი შემდეგი კითხვების მიხედვით იმსჯელებს: რა უნდა? რა შეუძლია? საჭიროა?
პროფესიის განსაზღვრის პროცესი მრავალ ასპექტს მოიცავს, უპირველესად კი მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს:
• ვინ უნდა გამოვიდეს;
• რომელ სოციალურ ჯგუფს უნდა რომ მიაკუთვნოს თავი;
• ცხოვრების როგორი სტილი სურს;
• რა მიზნებს ისახავს მომავლისათვის.
პროფესიული მოღვაწეობა პიროვნების თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში დამკვიდრების ძირითადი საშუალებაა, მაგრამ თვითრეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ადამიანს აინტერესებს არჩეული პროფესია, გააჩნია მის შესასრულებლად საჭირო უნარი და არსებული სამუშაოს შესრულებით იღებს კმაყოფილებას.
საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების განრიგი:
სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და კოლეჯთან (თავისუფალი უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და ა.შ), რომლის ფარგლებშიც X-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ როგორც საუნივერსიტეტო, ასევე პროფესიული კოლეჯების პროგრამებს. უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან თანამშრომლობის ზოგადი ასპექტები მოიცავს:
• მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებით ;
• მოსწავლეთათვის საუნივერსიტეტო/პროფესიული კოლეჯის პროგრამების გაცნობას;
• ღია კარის დღეების ორგანიზებას;
• ერთობლივი შემეცნებითი აქტივობების/ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.
კლასის დამრიგებლები უზრუნველყოფენ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით დამრიგებლის საათის ჩატარებას ასევე, უზრუნველყოფენ შეხვედრების ორგანიზებას მშობლებთან, სადაც მშობლები მოსწავლეებს გააცნობენ თავიანთ პროფესიებს, შესაძლებელია დაინტერესების შემთხვევაში სამუშაო ადგილის გაცნობაც.