სკოლამდელი განათლება

ჩვენ ვამაყობთ 35 წლიანი გამოცდილებით, ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესით, ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიტიური გარემოთი, ღირებულებათა სინთეზით. ჩვენ ვზრდით ტოლერანტ, პასუხისმგებლობით სავსე პიროვნებებს.

ბაღი წარმოადგენს ბავშვზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც ყველა ბავშვი თანაბარი უფლებებით, ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმუმით, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობითა და მშობლების/ოჯახის ჩართულობით, შეძლებს სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიიღწევას.

ჩვენი მიზანია, თქვენმა შვილებმა მიიღონ სიამოვნება სწავლით. ჩვენ უზრუნველვყოფთ პოზიტიური ურთიერთკავშირის ფორმირებისთვის ხელშეწყობას ბაღს, ოჯახსა და საზოგადოებას შორის.

თუ თქვენ უკვე ეწვიეთ ჩვენს საბავშვო ბაღს, გეცოდინებათ, რომ თქვენი შვილები, თანამშრომლები, მშობლები ერთად ქმნიან თბილ, ენერგიულ და სასიამოვნო ატმოსფეროს.

მისია

დაწესებულების მიზანია სკოლამდელი აღზრდის აღსაზრდელებისთვის ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესისთვის აუცილებელი, უსაფრთხო და პოზიტიური, ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, გარემოს შექმნა; ბავშვის ფიზიკური და ემოციური განვითარების, კოგნიტური განვითარებისა და სკოლისთვის მომზადების უზრუნველყოფა; ცოდნის, უნარ-ჩვევების, ღირებულებების სინთეზი.

დაწესებულების მისიაა აღსაზრდელებს განუვითაროს მომავალი ცხოვრებისთვის, წარმატებულ მოქალაქედ ფორმირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში, მოამზადოს არსებული გამოწვევებისთვის, განუვითაროს კითხვისა და წერის სწავლისათვის საჭირო უნარები, მათემატიკური წარმოდგენები, გუნდური მუშაობის უნარი. შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემო განაპირობებს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას.

ფილოსოფია

ჩვენ ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ და მრავალი გამოწვევები ჩვენს პიროვნულობაზე, ცხოვრების წესზე და პროფესიულ საქმიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამ გარდაქმნათა სიჩქარე ყოველწლიურად იზრდება ახალი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საშუალებათა განვითარების პარალელურად. ჩვენი ფილოსოფია ეფუძნება შეხედულებას, რომ თითოეული ბავშვი ბუნებით არის უნიკალური, შემოქმედებითუნარიანი და ცნობისმოყვარე. ჩვენ გვესმის 21-ე საუკუნის გამოწვევები – ბავშვები მეტად მოტივირებულნი არიან შეისწავლონ და აღმოაჩინონ სამყარო უნარების, ინტერესებისა და ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები „თამაშით სწავლობენ“, ვინაიდან თამაშის, როგორც სწავლების მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად უფრო საინტერესოს, სახალისოსა და სასურველს გახდის. თამაშისას იზრდება ბავშვის შინაგანი მოტივაცია, ჩართულობა და საგანმანათლებლო პროცესის ხარისხი. შესაბამისად, ჩვენი კურიკულუმი წარიმართება თამაშით.

ხედვა

ღირებულებები

პროფესიონალიზმი: პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, კვალიფიციური ადამიანური რესურსი უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას;

საჯაროობა და გამჭვირვალობა: ჩვენი მისია, ხედვა და ღირებულებები საჯაროდ ხელმისაწვდომია, ჩვენი საქმიანობა ცნობილია ყველა მხარისთვის;

თანამშრომლობა, გუნდურობა: მუდმივი მონიტორინგით, სხვადასხვა პოზიციებისა და სიახლეების განხილვით ვქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობით გარემოს;

ინოვაციურობა: ვგეგმავთ განვითარების ახალ, ინოვაციურ გზებს ხარისხის სტანდარტისსრულყოფისთვის, არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.