წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ,,სადუნი” სხვადასხვა აქტივობით გამოეხმაურა.
II კლასებში მოსწავლეებმა წაიკითხეს მწერალ ლელა ცუცქირიძის მოთხრობები, შექმნეს ილუსტრაციები და წარადგინეს როლური თამაშები. (მასწავლებელი: ა.დავლიანიძე);
III ა კლასის მოსწავლეებს მსახიობმა ნათია მეტრეველმა წაუკითხა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა
“გოგონა, რომელსაც ღამე შეუყვარდა”
(დამრიგებელ- კოორდინატორი:
ლიკა ქოჩლაძე);
VI ბ კლასის მოსწავლეები ამ დღეს საყვარელი წიგნებიდან მონაკვეთების ხმამაღალი კითხვით გამოეხმაურნენ; VIII ბ კლასმა მოისმინა ,,ჰამლეტის” მონოლოგის ცხრა სხვადასხვა წაკითხვა.(მასწავლებელი: ს.ბედუკაძე);
VII კლასმა ეს დღე ფერადი აქტივობით ,,დააკავშირე მწერალი სტრიქონთან” აღნიშნა. (მასწავლებელი: მ. კორშია);
IV კლასის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და მწერალ ელისო ჩუბინიშვილს შეხვდნენ. (ბიბლიოთეკარი: ნ. გოგიბერიძე, დამრიგებელ-კოორდინატორი: ნ. ხვინგია);
XI კლასის მოსწავლემ თორნიკე ცხვიტავამ საკუთარი ლექსები წაუკითხა თანაკლასელებს.
(მასწავლებელი: ნ. გრძელიძე)