საერთაშორისო მენტალური არითმეტიკის პროგრამა

საერთაშორისო მენტალური არითმეტიკის პროგრამა “სკოლა სადუნში”

UCMAS არის ერთადერთი საერთაშორისო მენტალური არითმეტიკის პროგრამა
საქართველოში, რომელიც მოიაზრებს აბაკუსის სწავლების უნიკალური მეთოდის
დახმარებით 4-დან 14 წლამდე ბავშვებისათვის როგორც მათემატიკური, ისე
კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობას. ეს უნიკალური პროგრამა
მეცნიერულად დადასტურებული და აღიარებულია ისეთი უნივერსიტეტების მიერ,
როგორებიცაა სტენფორდის, ჰარვარდისა და სანდიეგოს უნივერსიტეტები.

ყოველწლიურად, მენტალური არითმეტიკის პროგრამა UCMAS Georgia,
თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და
ეროვნულ კონკურსებში და მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მოსწავლეს გაუწიოს
კონკურენცია. ასევე, პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო
სერტიფიკატს ყოველი საფეხურის დასრულების შემდეგ.

რა არის UCMAS?

UCMAS (Universal Concept of Mental Arithmetic System) — გონებრივი არითმეტიკის
უნივერსალური სისტემა — გლობალურად აღიარებული ტვინის განვითარების
პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების კოგნიტური უნარების
გაუმჯობესებას აბაკუსის დახმარებით გონებრივი არითმეტიკის გზით.
პროგრამა წარმოდგენილია 80-ზე მეტ ქვეყანაში და 2.5 მილიონზე მეტი
კურსდამთავრებული ჰყავს მთელ მსოფლიოში.

UCMAS ხელს უწყობს 4-დან 13 წლამდე ბავშვებში სწრაფი არითმეტიკული
გამოთვლების უნარის, მეხსიერების სიმტკიცისა და ყურადღების კონცენტრაციის
განვითარებას — ეს უნარები აუცილებელია თანამედროვე, სწრაფად ცვალებად
რეალობაში.

UCMAS-ის პროგრამა სკოლა სადუნში 3 ნოემბერს დაიწყო. ვიმედოვნებთ, რომ ამ
პროგრამის დახმარებით მოსწავლეები განავითარებენ ისეთ უნარებს, რომლებიც
დაეხმარებათ მათ ცხოვრების წარმატებით წარმართვაში.