ისევ ,,სადუნში”, ისევ ერთად ინტელექტუალურ, მშობლიურ და მოსიყვარულე გარემოში!
თამაშის ,,რა? სად? როდის?” ფინალური ეტაპი გამორჩეულ გარემოში ჩატარდა.
თამაშში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის თითქმის ყველა წლის კურსდამთავრებულები, მასწავლებლები, რომლებიც დღეს სკოლაში აღარ ასწავლიან, თუმცა ,,სადუნის” განუყოფელ ნაწილად რჩებიან.
ამ თამაშმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ არ არსებობს ყოფილი სადუნელი, ვინაიდან სადუნელობა გულისხმობს არა ცხოვრების ცალკეულ ეტაპს, არამედ ფასეულობათა იმ ერთობლიობას, რომელიც მთელი ცხოვრება თან გვახლავს!



