ისევ ,,სადუნში”, ისევ ერთად ინტელექტუალურ, მშობლიურ და მოსიყვარულე გარემოში! თამაშის ,,რა? სად? როდის?” ფინალური ეტაპი გამორჩეულ გარემოში ჩატარდა. თამაშში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის თითქმის ყველა წლის კურსდამთავრებულები, მასწავლებლები, რომლებიც დღეს სკოლაში აღარ ასწავლიან, თუმცა ,,სადუნის” განუყოფელ ნაწილად რჩებიან. ამ თამაშმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ არ არსებობს ყოფილი სადუნელი, ვინაიდან სადუნელობა გულისხმობს არა ცხოვრების ცალკეულ ეტაპს, არამედ ფასეულობათა იმ ერთობლიობას, რომელიც მთელი ცხოვრება თან გვახლავს!ვრცლად
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გაეროს მოდელირების კონფერენცია ვენაში წარმატებით დასრულდა და სკოლა “სადუნის” პირველმა დელეგაციამ ღირსეულად წარადგინა თავი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ჩვენი დელეგაციისთვის ეს იყო პირველი, მაგრამ უდიდესი მიღწევებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული გამოცდილება. ჩვენი მოსწავლეები მთელი გულითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ დისკუსიებში, წარმოაჩინეს ბრწყინვალე უნარები და თვისებები, რის შედეგადაც მათ დამსახურებული აღიარება მოიპოვეს როგორც თანატოლების, ისე ორგანიზატორების მიერ. დელეგატებმა ასევე აითვისეს დიპლომატიური კომუნიკაციის ეტიკეტი, ოფიციალური დოკუმენტების ფორმატირება, რეზოლუციების შედგენა და მოლაპარაკებების...ვრცლად
იაკობ გოგებაშვილის კვირეული სკოლა “სადუნში” კვირეულის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. ჩატარდა არაერთი შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობა. პირველკლასელთა პერფომანსი “დედა ენის ჯადოსნურ სამყაროში” თემატური ნახატების გამოფენა “გოგებაშვილის სიბრძნის ხე” ვიქტორინა “გამოიცანი ნაწარმოები ერთი ფრაზით” კვირეული მთაწმინდის პანთეონში გასვლითი ღონისძიებით დასრულდა. ვრცლად
საერთაშორისო მენტალური არითმეტიკის პროგრამა “სკოლა სადუნში” UCMAS არის ერთადერთი საერთაშორისო მენტალური არითმეტიკის პროგრამა საქართველოში, რომელიც მოიაზრებს აბაკუსის სწავლების უნიკალური მეთოდის დახმარებით 4-დან 14 წლამდე ბავშვებისათვის როგორც მათემატიკური, ისე კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობას. ეს უნიკალური პროგრამა მეცნიერულად დადასტურებული და აღიარებულია ისეთი უნივერსიტეტების მიერ, როგორებიცაა სტენფორდის, ჰარვარდისა და სანდიეგოს უნივერსიტეტები. ყოველწლიურად, მენტალური არითმეტიკის პროგრამა UCMAS Georgia, თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და ეროვნულ კონკურსებში და მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მოსწავლეს გაუწიოს...ვრცლად
📖 შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის, დაბადების დღე სკოლა “სადუნში” მრავალფეროვანი შემოქმედებითი და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა 📚მოეწყო ლიტერატურილული კაფე, რომელშიც მწერლის გმირები შეიკრიბნენ 🍪მოსწავლეებმა დაამზადეს მაჭკატები და მეგობრებს გაუმასპინძლდნენ ✒️მეექვსე კლასელებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები “მიეცით ბავშვებს სიყვარული….” 🎨გაიმართა ილუსტრირებული წერილების გამოფენა 🎶მწერლის იუბილე კონცერტით დასრულდავრცლად