სადუნი უზრუნველყოფილია საკუთარი ფინანსური რესურსით. შემოსავლის წყაროებია: სწავლის გადასახადი, სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსება, იჯარა და სხვა შემოსავლები სკოლის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობიდან. არსებული ფინანსური რესურსით სკოლა უზრუნველყოფს პერსონალის ხელფასების გაცემას, ასევე ახდენს პერსონალის ფინანსურ წახალისებას და პერსონალის ხელფასების რეგულარულ ინდექსაციას. სკოლა თავისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯების გადახდას, დარჩენილი თანხები მიმართულია სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების, სასკოლო-სასწავლო რესურსების შეძენის და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების შესყიდვისკენ. სკოლას გააჩნია შესაძლებლობა, სრულად უზრუნველყოს 2024-2025 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და აქტივობების ადმინისტრირება.
კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს აუთსორს კომპანია, ხოლო ყოველწლიურად ხდება ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. კომპანიის 2022 წლის აუდირებული ფინანსური დასკვნის მიხედვით, კომპანიის ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
შპს „სადუნი“ ყოველწლიურად ასაჯაროვებს ფინანსურ ანგარიშგებას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებ გვერდზე: saras.gov.ge