სკოლა „სადუნი“ 1999 წელს დაარსდა. სკოლამ, რომელიც შედგებოდა ორი კლასისაგან, 19 მოსწავლისგან და 10 მასწავლებელისგან, მალე დაიმსახურა საპატიო ადგილი საგანმანათლებლო საზოგადოებაში. 2024/2025 სასწავლო წელს, სკოლაში 500 ზე მეტი აღსაზრდელი და მოსწავლეა.
სკოლის სახელწოდებით თუ ვიმსჯელებთ („სადუნი“ სხვადასხვა ენის მცოდმე ადამიანს ნიშნავს), სკოლის მოსწავლეები ყოველთვის იყვნენ დაინტერესებულნი მსოფლიოს სხვა ქვეყნების კულტურის შესწავლით.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ და საერთაშორისო პროგრამებთან ერთად, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სწავლების გახანგრძლივებულ ფორმატს.
გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გახანგრძლივებული პროგრამებისა, სკოლის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ინტერესების შესაბამისად, აირჩიონ კლუბების ფორმატში ექსტრაკურიკულარულ-შემეცნებით და სპორტულ გამაჯანსაღებელი აქტივობები.
სკოლა განთავსებულია 6,100 კვ.მ მიწის ფართობზე. სკოლის ინფრასტრუქტურა მოიცავს თანამედროვედ აღჭურვილ საკლასო ოთახებს, ბიბლიოთეკას, ლაბორატორიებს, სპორტულ მოედნებს და რეკრეაციულ სივრცეებს.
სკოლის მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით დაცვის სამსახური მუშაობს 24-საათის განმავლობაში; სკოლის აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით; სკოლის ტერიტორიაზე დაშვება ხდება ტურნიკეტებისა და პლასტიკური ბარათების მეშვეობით; შენობა აღჭურვილია სახანძრო-უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. სკოლაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი.