admin

By

ისევ ,,სადუნში”, ისევ ერთად ინტელექტუალურ, მშობლიურ და მოსიყვარულე გარემოში! თამაშის ,,რა? სად? როდის?” ფინალური ეტაპი გამორჩეულ გარემოში ჩატარდა. თამაშში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის თითქმის ყველა წლის კურსდამთავრებულები, მასწავლებლები, რომლებიც დღეს სკოლაში აღარ ასწავლიან, თუმცა ,,სადუნის” განუყოფელ ნაწილად რჩებიან. ამ თამაშმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ არ არსებობს ყოფილი სადუნელი, ვინაიდან სადუნელობა გულისხმობს არა ცხოვრების ცალკეულ ეტაპს, არამედ...
Read More
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გაეროს მოდელირების კონფერენცია ვენაში წარმატებით დასრულდა და სკოლა “სადუნის” პირველმა დელეგაციამ ღირსეულად წარადგინა თავი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ჩვენი დელეგაციისთვის ეს იყო პირველი, მაგრამ უდიდესი მიღწევებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული გამოცდილება. ჩვენი მოსწავლეები მთელი გულითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ დისკუსიებში, წარმოაჩინეს ბრწყინვალე უნარები და თვისებები, რის შედეგადაც მათ დამსახურებული აღიარება მოიპოვეს როგორც თანატოლების, ისე...
Read More
იაკობ გოგებაშვილის კვირეული სკოლა “სადუნში” კვირეულის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. ჩატარდა არაერთი შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობა. პირველკლასელთა პერფომანსი “დედა ენის ჯადოსნურ სამყაროში” თემატური ნახატების გამოფენა “გოგებაშვილის სიბრძნის ხე” ვიქტორინა “გამოიცანი ნაწარმოები ერთი ფრაზით” კვირეული მთაწმინდის პანთეონში გასვლითი ღონისძიებით დასრულდა.  
Read More
საერთაშორისო მენტალური არითმეტიკის პროგრამა “სკოლა სადუნში” UCMAS არის ერთადერთი საერთაშორისო მენტალური არითმეტიკის პროგრამა საქართველოში, რომელიც მოიაზრებს აბაკუსის სწავლების უნიკალური მეთოდის დახმარებით 4-დან 14 წლამდე ბავშვებისათვის როგორც მათემატიკური, ისე კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობას. ეს უნიკალური პროგრამა მეცნიერულად დადასტურებული და აღიარებულია ისეთი უნივერსიტეტების მიერ, როგორებიცაა სტენფორდის, ჰარვარდისა და სანდიეგოს უნივერსიტეტები. ყოველწლიურად, მენტალური არითმეტიკის პროგრამა UCMAS Georgia, თითოეულ...
Read More
📖 შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის, დაბადების დღე სკოლა “სადუნში” მრავალფეროვანი შემოქმედებითი და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა 📚მოეწყო ლიტერატურილული კაფე, რომელშიც მწერლის გმირები შეიკრიბნენ 🍪მოსწავლეებმა დაამზადეს მაჭკატები და მეგობრებს გაუმასპინძლდნენ ✒️მეექვსე კლასელებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები “მიეცით ბავშვებს სიყვარული….” 🎨გაიმართა ილუსტრირებული წერილების გამოფენა 🎶მწერლის იუბილე კონცერტით დასრულდა
Read More
მშობელთა ჩართულობის, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში სკოლა “სადუნს” სტუმრობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორი, სამართლის დოქტორი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელ დირექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი ქალბატონი, ნათია ჩიტაშვილი. სტუმარმა მოსწავლეებთან ისაუბრა იურისტის პროფესიასა და მის მრავალფროვნებაზე.
Read More
საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზატორი კომპანია “ტვინების ბრძოლა” მთელი საქართველოს მასშტაბით როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. 2024 წლის 15 დეკემბერს გაიმართება “ტვინების ბრძოლის” მეათე სეზონის ფინალი, რომელშიც სკოლა “სადუნის ” ორი გუნდი, “ჰომოსაპიენსები” და “ვიქტორიუსი ” საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის იასპარეზებს.
Read More
კავკასიის უნივერსიტეტსა და სკოლა სადუნს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აღნიშნული ითვალისწინებს მხარეებს შორის სამომავლო ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების და სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და სხვა მიმართულებებით მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და სკოლა სადუნის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცინცაძემ გადადით ლინკზე
Read More
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და პროფესიული ორინტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლა “სადუნს” სტუმრობდნენ საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის წევრები სტუმრებმა ისაუბრეს პაროდონტოლოგიაზე, როგორც სტომატოლოგიის დარგზე, ასევე პირის ღრუს სწორად მოვლის წესებსა და მნიშვნელობაზე მედიცინით დაინტერესებულ მოსწავლეებთან ერთად შეხვედრას მეხუთეკლასელებიც ესწრებოდნენ. სტუმრებმა მსმენელებს პირის ღრუს მოვლის საშუალებები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს შეხვედრის ორგანიზატორი, მეხუთე კლასის ტუტორი, ლელა მორჩილაძე გადადით...
Read More
ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმების მნიშვნელობა. მე-9 კლასებში საპროგრამო ტექსტის გავლის შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა ნახეს ფილმი ,,ექვთიმე ღვთისკაცი”, რის შემდეგაც მოეწყო შეხვედრა ფილმის რეჟისორთან და სცენარისტთან, ნიკოლოზ ხომასურიძე • Nikoloz Khomasuridze-სთან, ასევე ფილმში გალაკტიონ ტაბიძის როლის შემსრულებელთან და თანასცენარისტთან, ლაშა კანკავასთან. შეხვედრის ორგანიზატორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სალომე ბედუკაძე. გადადით ლინკზე
Read More
1 2

Department Contact Info

Bachelor Of Science in Business Administration

1810 Campus Way NE
Bothell, WA 98011-8246

+1-2345-5432-45
bsba@kuuniver.edu

Mon – Fri 9:00A.M. – 5:00P.M.

Social Info

Student Resources

Department Contact Info

Engineering

1810 Campus Way NE
Bothell, WA 98011-8246

+1-2345-5432-45
bsba@kuuniver.edu

Mon – Fri 9:00A.M. – 5:00P.M.

Social Info

Student Resources