მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. მოსწავლეთა თვითმმართველობამ ორგანიზება გაუწია და ჩაატარა თვითმართველობის პრეზიდენტის არჩევნები. ხმათა უმრავლესობით თვითმმართველობის პრეზიდენტად მეათე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ დემეტრაძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად მეთერთმეტეკლასელი თიკა შონია იქნა არჩეული. გადადით ლინკზევრცლად
სკოლა “სადუნში” შემოდგომის ტრადიციული ზეიმი გაიმართა. მოეწყო გამოფენა „შემოდგომის ფერები“, მოსწავლეებმა მშობელთა თანამონაწილეობით შექმნეს შემოდგომის დეკორაცია და შეასრულეს მუსიკალური ნომრები. გადადით ლინკზევრცლად
სკოლა “სადუნს” ესტუმრა პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის ფსიქოკონსულტანტი, ამერიკის N1 წარმატების ქოუჩის ჯეკ კენფილდის ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში, ICF საქართველოს ქოუჩი, ტრენერი , “წარმატების სკოლის” დამფუძნებელი ნინო ეფხოშვილი, რომელმაც მეექვსე კლასის მოსწავლეებთან საბაზისო ემოციების მრავალფეროვნებაზე ისაუბრა. გადადით ლინკზევრცლად
სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ გიორგი აგირბას, რომელმაც ინტერაქტიული პრეზენტაციითა და დისკუსიით განიხილა პროექტის მნიშვნელობა და შესაძლებლობები. “ერასმუსი” გთავაზობთ უნიკალურ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობის განვითარებასა და განათლების მიღებას ევროპის ქვეყნებში. გადადით ლინკზევრცლად
“საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების” ფონდის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში სკოლა “სადუნის” მეთერთმეტეკლასელების: თამარ ცხელიშვილის, ნიკოლოზ მჭედლიშვილისა და ნიკოლოზ ხოჭავას პროექტმა- “ატმოსფერული ჰაერის სხვადასხვა დამაბინძურებლის კონცენტრაციის ცვლილების სავარაუდო კავშირის შესწავლა მიწისძვრასთან (CASE STUDY) და სენსორების ალტერნატიული მობილური მოდელი”, მეორე ადგილი დაიკავა. პროექტის ხელმძღვანელი, ქიმიის მასწავლებელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქეთევან კუპატაძე.ვრცლად